საზოგადოება

ქართველი პარტნიორები გვთავაზობენ სომხეთში აგრარული ჟურნალისტიკის საერთაშორისო გამოცდილების ლოკალიზაციას (ფოტო)

სომხეთის მედია ინიციატივების ცენტრში საქართველოს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დარგის ლექტორებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ.

JRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, პროგრამის კოორდინატორმა ნუგზარ სუარიძემ და პროექტის მხარდამჭერMercy CORPS-ის წარმომადგენელმა  ნონა სამხარაძემ დამსწრეებს  მიაწოდეს ინფორმაცია კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მედიაექსპერტმა ნათია კუპრაშვილმა წარმოადგინა აგროჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამა, რომელიც ამჟამად ისწავლება საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში და შესთავაზა განიხილული იქნას ფორმალური თუ არაფორმალური აგროჟურნალისტიკის კურსების საერთაშორისო გამოცდილების ლოკალიზაციის შესაძლებლობები  სომხეთში.

 „დღეს მსოფლიოში აგროჟურნალისტიკა სასარგებლო და მიმზიდველი სფეროა, რომლითაც არა მხოლოდ ჟურნალისტები არიან დაინტერესებულნი, არამედ ფერმერებიც, აგრობიზნესში ინვესტიციების გამკეთებელი, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი კომპანიები და სახელმწიფო. „ვფიქრობ, სომხეთში არის აგრარული ჟურნალისტიკის განვითარების საჭიროებაც და პოტენციალიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო რთულია აგრარული სექტორის შესახებ ინფორმაციის ძიების, შეგროვების, ანალიზისა და გადაცემის მიზანმიმართული ორგანიზება და მართვა“, – აღნიშნა სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ლექტორმა,  ეკონომიკის კანდიდატმა  არმან ტონიკიანმა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ განხილვებს აგროჟურნალისტიკის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button