საერთაშორისო

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ისევ “კოვიდ-19-თან” ბრძოლა რჩება

სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ აიცრება და არ დაიცავს მოქმედ რეკომენდაციებს, სიტუაცია ჯანდაცვის რესურსების ამოწურვამდეც მივა.

“მოვუწოდებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ეს იქნება კოლაფსი, როცა ვეღარ აუვა სამედიცინო დაწესებულება და ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულ პაციენტებს. ამას, ჯერჯერობით, უძლებს და არ არის კატასტროფა, რადგან ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება ბინაზე. ისწავლა ბევრმა პიროვნებამ, რომ თუ დაუდასტურდება, არ არის აუცილებელი, მაშინვე კლინიკაში დაწვეს, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, როდის სჭირდება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია, ეს მომენტი არ უნდა გაეპაროს ოჯახის ექიმს და პაციენტს,”-
აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button