მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანში ვებ-გვერდების დაბლოკვის სიკითხზე ევროსასამართლომ განხილვა დაიწყო

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანში ხელისუფლების მიმართ ოთხი კრიტიკული მედიაგამოცემის ვებ-გვერდების დაბლოკვის სიკითხზე ევროსასამართლომ განხილვა დაიწყო.

საუბარია “რადიო თავისუფლებაზე – azadliq.org, anaxeber.az, 24saat.org და xural.com. -ზე, რომელთა საქმიანობა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, “ეროვნული ინტერესების”, “ტერიტორიული მთლიანობისა” და “საზოგდოებრივი წესრიგის” დაცვის მოტივით 2017 წელს შეზღუდა.

მოსარჩელე მხარე ევროპული სასამართლოსგან ითხოვს “გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის” აღიარებას.

საქმესთან დაკავშირებით,სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა.

ნახეთ მეტი
Back to top button