საზოგადოება

სააკაშვილი. ბოლო 400 წლის განმავლობაში მე პირველი ქართველი ლიდერი ვარ, რომელიც ციხეში ჩასვეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების საპასუხოდ საზოგადოებას მიმართა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მას საშუალება ჰქონდა რამდენიმე დღე ეკონტაქტა ხალხთან და დაინახა, რომ მათ ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ.

ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა „ერთად დაასრულონ ეს ყველაფერი“.

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში ფარულად 29 სექტემბერს ჩამოვიდა უკრაინიდან  და ფოთის პორტში შემოვიდა საზღვაო გზით ტრაილერით, რომელსაც რძის პროდუქტები გადაჰქონდა. ამაში მას რამდენიმე მამაკაცი დაეხმარა, ტრაილერის მფლობელი და მძღოლი, ასევე მებაჟეები. სამი მათგანი ამ დროისთვის დაკავებულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი. თავად სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან თავი პოლიტპატიმარად გამოაცხადა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანამდე 50 დღე შიმშილობდა.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო ქუჩაში მდგომ ხალხს, მივესალმო ქართულ საზოგადოებას. რამდენიმე დღით მოვიარე საქართველო, პატიმრობამდე მქონდა ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, დავინახე, რომ ხალხი ძალიან მოწყენილია, პირქუში, ხალხი თითქმის არ იღიმება, ძალიან უკმაყოფილოა.

ჩემო ძვირფასო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ: არ გენატრებათ ქვეყანაში სიამაყის გრძნობა, განვითარების ტემპი, ინოვაციები და რეაბილიტაცია, სიყვარული და სითბო, გამარჯვება? “მოდით, ყველამ ერთად დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 „ეს არის ყველაზე დიდი დამცირება. მთელ სამყაროს უკვირს, მინის მიღმა რომ მოგმართავთ, იმის მაგივრად, რომ ჩემს აშენებულ ქვეყანაში გადავაადგილდე და ერთად განვავითაროთ ის. მე ვარ პირველი ქართველი ლიდერი  ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც 400 წლის წინ დააპატიმრეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართლის მეფე ლუარსაბ II ცხოვრობდა XVII საუკუნის დასაწყისში. იგი სპარსეთის შაჰ აბას I-მა დაატყვევა და შვიდი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა შირაზის მახლობლად ციხესიმაგრეში. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

ნახეთ მეტი
Back to top button