მთავარიპოლიტიკა

ანდრანიკ ქოჩარიანმა ტერორისტების გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ნატოს წარმომადგენელს გადასცა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ტერორისტების სირიიდან გადმოყვანის შესახებ სრ სპეცსამსახურები ინფორმირებული იყვნენ 44-დღიანი არცახის ომის დროსაც.

„არმენპრესის“ მიხედვით, ამის შესახებ ქოჩარიანმა განაცხადა ფრაქცია ,,ჰაიასტან“-ის დეპუტატის არტურ ღაზინიანის იმ დაკვირვებაზე, რომ არსებობს უდაო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახჭევანში სირიიდან გადმოყვანილი ტერორისტული დაჯგუფებების დაგროვებაა.

„ეს ინფორმაცია გადაეცა შესაბამისი თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელობას, ბოლოს მე ეს პაკეტი გადავეცი სომხეთში სტოლტენბერგის უსაფრთხოების მრჩეველს (ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი). ეს დაფიქსირდა, ეს არის სერიოზული პაკეტი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი სპეცსამსახურების და ჩვენი დიასპორის ძალიან სერიოზული მიღწევა“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button