ეკონომიკა

ARARAT Nairi-ის ბრენდმა თავისი შეფუთვით ცნობილ ბრიტანულ კონკურსში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

1 დეკემბერს პრესტიჟულმა ბრიტანულმა კონკურსმა “The Spirits Business Design & Packaging Masters” დაასრულა წლევანდელი სამუშაო, რის შედეგადაც ARARAT “ნაირი” 20 წლის დაძველების კონიაკი საუკეთესოდ აღიარეს კატეგორიაში “Design Packaging”. ის გახდა კონკურსის უმაღლესი პრიზის მფლობელი.

წამყვანი საერთაშორისო პლატფორმის “The Spirits Business” ფარგლებში ორგანიზებული კონკურსები მიზნად ისახავს გამოავლინოს ალკოჰოლის სფეროს ის პროფესიონალები და ბრენდები, რომლებიც მიზანმიმართულად ეძებენ ახალ მიღწევებს, აუმჯობესებენ ბრენდს და აკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოლოდინებს. წლევანდელი დაჯილდოება სავსე იყო გამოწვევებით, რადგან მან შარშანდელ მოლოდინს გადააჭარბა და დაარეგისტრირა 132 განაცხადი  მსოფლიოს 68 ბრენდისგან.

კონკურსის ორგანიზატორების თქმით, ერევნის კონიაკის ქარხანა ამ კონკურსში პირველად მონაწილეობს თავისი ბრენდით ARARAT, ამავდროულად ხდება ერთ-ერთი უნიკალური ბრენდი დაჯილდოების ცერემონიის ისტორიაში, რომელმაც მისი პირველივე წარდგენიდან მიიღო უმაღლესი ჯილდო Master მედალი.

„დაახლოებით ერთი წლის წინ ARARAT მომხმარებელს ახალი შეფუთვით წარედგინა, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იგი უკვე აღინიშნა სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოებით. მოხარული ვარ, რომ ARARAT წელს ამ პრესტიჟული ჯილდოთი ამთავრებს, რაც იმის დასტურია, რომ ბრენდი გლობალური პოზიციონირების ახალ დონეზე გადადის“, – განაცხადა ერევნის კონიაკის ქარხნის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ხაჩატრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button