პოლიტიკა

,,ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“: აზერბაიჯანი აცხადებს ზანგეზურის დერეფნის გავლით საცდელი მატარებლების გაშვების შესახებ

აზერბაიჯანი აცხადებს ზანგეზურის დერეფნის გასწვრივ საცდელი მატარებლების გაშვების შესახებ.

აზერბაიჯანულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები შესაბამისი სათაურებით. თუმცა, პუბლიკაციების ტექსტის გაცნობა სიტუაციას ავლენს. „დერეფანი“ მხოლოდ ქაღალდზეა, უფრო სწორად სათაურებში.

ფაქტობრივად, საუბარია აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ჯაბრაილის რეგიონის ტერიტორიაზე 23 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასა და საცდელი მატარებლების გაშვებაზე. ეს არის ჰორადიზ-აღბენდის მარშრუტის ნაწილი, სიგრძით 110,4 კილომეტრი. „ცალმხრივი რკინიგზა შედგება 8 სადგურისგან, 3 გვირაბისგან, 41 ხიდისგან. პროექტი 300-მდე ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოები ტარდება სამ ეტაპად. პირველი მათგანი 30 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც მოიცავს ჰორადიზის, მარჯანლის, მაჰმუდლუს სადგურებს, მეორე – 55 კმ, სოლთანლის, გუმლაგის სადგურებს, მესამე – 25,4 კმ, მინჯივანის, ბართაზის, აგბენდის სადგურებს. პროექტის დასრულება 2023 წელს იგეგმება“, – ნათქვამია მედიაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით „დერეფნის“ მოპოვებას ცდილობს. აზერბაიჯანული მხარის აღქმით, საუბარია არა კომუნიკაციების გახსნაზე, არამედ თვით „დერეფანზე“, ლოგიკით – სიუნიქის დერეფანი ლაჩინის დერეფნის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button