საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაიკეთა კორონავირუსის ტესტი, რომლის პასუხიც  დადებითი იყო. პრემიერ-მინისტრი დადგენილი წესით იზოლაციაში გადავიდა.  დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინფორმაციას სომხეთის  მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თავის საქმიანობას დისტანციურად განახორციელებს.

ნ.ფაშინიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2021 წლის 3 მაისს ჩაუტარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button