პოლიტიკა

ირანმა სომხეთის გამო თურქეთის გაზი გათიშა: თურქი ჟურნალისტი

თურქი ჟურნალისტი ჯემ კუჩუკი ირანის მიერ თურქეთისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად სომხეთს ასახელებს.

თურქული ვებ-გვერდის „ინტერნეტჰაბერ“-ის ცნობით, ჯემ კუჩუქმა განაცხადა, რომ ირანი შეშფოთებულია თურქეთისა და სომხეთის დაახლოებით, რის გამოც შეწყვიტა გაზის მიწოდება, რამაც თურქეთში ქაოსი გამოიწვია.

Sabah-ის ჟურნალისტმა დილეკ გიუნგირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ირანიდან შემომავალი  გაზსადენიდან თურქეთში გარკვეული რაოდენობის გაზის მიწოდება დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button