მთავარისაზოგადოება

თბილისი-მოსკოვის რეისი განხორციელდა ერევნით: ავიაკომპანია

დღეს დაგეგმილი თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისი, რომელსაც ქართული ავიაკომპანია ახორციელებდა, პირდაპირი არ იყო. თვითმფრინავი ერევანში ჩაფრინდა და შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“  ავრცელებს.

ავიაკომპანიაში მიზეზებზე არ ულაპარაკიათ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია «Georgian Airways»-ი  28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით  და პირიქით  პირდაპირ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

„პირდაპირი რეისი არ ყოფილა, თვითმფრინავი ერევნის თავზე გადაფრინდა, მგზავრებმა არ იცოდნენ, რომ ერევნის გავლით მოსკოვში გაფრინდებოდნენ“,  – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ქართული მედიის ცნობით, საახალწლო დღესასწაულებზე ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ორი ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა მიიღო. პირველი პირდაპირი რეისი 8 იანვარს შედგა.

ნახეთ მეტი
Back to top button