ეკონომიკა
რუსეთი 52 ქვეყანასთან ფრენებს აღადგენს

რუსეთი განაახლებს ფრენებს 52 ქვეყანასთან, რომელთა შორისაა არგენტინა, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ფრაქცია “ერთიან რუსეთთან” შეხვედრისას განაცხადა, გადაცემა ტელეკომპანია “Россия-24”-მა გაავრცელა.
„9 აპრილიდან ვხსნით შეზღუდვებს კოროვირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში, რაც ეხებოდა რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს რუსეთსა და რიგ სხვა ქვეყნებს შორის. „ახლა მათ [ავიაკომპანიებს] შეუძლიათ ფრენა 15 ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე“ და „ახლა ჩვენ აღვადგენთ ფრენებს 52 ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში, ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და სხვა მეგობარ ქვეყნებში“, – თქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.







