საზოგადოება

Flyone Armenia ახორციელებს ერევანი-სანკტ-პეტერბურგი-ერევანის მარშრუტს

პირველი ივლისიდან სომხეთის პირველი ეროვნული ავიაკომპანია Flyone Armenia ზრდის ფრენების რაოდენობას რუსეთის ფედერაციაში, იწყებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ერევანი-სანკტ-პეტერბურგი-ერევანი მარშრუტით. როგორც ავიაკომპანიიდან აცნობეს, ფრენები ერევანი-სანკტ-პეტერბურგი-ერევნის მიმართულებით საერთაშორისო აეროპორტიდან ზვართნოციდან პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტამდე მოსახერხებელი განრიგით, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად განხორციელდება. რეისები კვირაში ოთხჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს შესრულდება.

Flyone Armenia 2021 წელს დაარსდა. 27 ოქტომბერს სრ სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა ავიაკომპანიას თვითმფრინავის ექსპლუატატორის სერტიფიკატი გასცა. Flyone Armenia გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფრენებს რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა მოსკოვი, პარიზი, ლიონი, თბილისი, სტამბოლი და სოჭი. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Airbus A320 და Airbus A319 თვითმფრინავებისგან. ისინი განკუთვნილია 180 და 144 ადგილისთვის და შეესაბამება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) და EASA Security-ს ყველა სტანდარტს. FLYONE-მა მიიღო IOSA სერთიფიკატი, რომელიც არის ოპერატიული მართვის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი.

ნახეთ მეტი
Back to top button