საზოგადოება
სომხეთში ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15-21 აგვისტოს სომხეთში 6523 ტესტირება ჩატარდა, დადასტურდა კორონავირუსის 1913 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1663 მოქალაქე. დაფიქსირდა 5 გარდაცვალება.
სულ დადასტურებულია კორონავირუსის 432 274 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 419 528.
ფაქტობრივად მკურნალობს 2417 პაციენტი. საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად 8648 ადამიანი დაიღუპა.







