
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მცირე სესიაში. სომხეთის მთავრობის ცნობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს შიდა ბაზრის გაძლიერებასთან, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საბაჟო ტარიფების დარეგულირებასთან, ციფრულ დღის წესრიგთან და თანამშრომლობა სხვა სფეროებთან დაკავშირებული საკითხები. გაფართოებული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა დღეს, 26 აგვისტოს გაიმართება.







