პოლიტიკა
საქართველოში მრავალეროვნული წვრთნები „ღირსეული პარტნიორი-2022“ დაიწყო

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი-2022“ დაიწყო, რომელშიც 21 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 2400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საქართველოდან, აშშ-დან, იაპონიიდან, შვედეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვადან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან, ნორვეგიიდან, უნგრეთიდან, ლიტვადან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, ასევე: ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადის სამხედროები.
წვრთნების ოფიციალური გახსნა თბილისის მახლობლად, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის პოლიგონზე გაიმართა.







