პოლიტიკა

ბოლო, რაც ირანს სურს, არის სომხეთთან საზღვრის გაქრობა  – ისკანდარიანი

თურქეთ-რუსეთის და ირან-რუსეთის ურთიერთობები გავლენას ახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებზე. თუ ვსაუბრობთ აღმოსავლეთსა და ჩინეთზე, მაშინ იქ  რუსეთსაც აქვს პრობლემები. თურმე ერთადერთი გზა, რომელიც  რჩება,  არის გზა სამხრეთ კავკასიის გავლით. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში პოლიტოლოგმა  ალექსანდრ  ისკანდარიანმა განაცხადა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის გზა უკიდურესად რთულია, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით კი არსებობს  ლოგისტიკური პრობლემები. ეს ყველაფერი აძვირებს საკითხს.

გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციას დასავლეთისკენ სხვა გზა არ აქვს და ამ ყველაფერს რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ასეე  პოლიტიკური თვალსაზრისით.

მეტი ყურადღება შეიძლება მიექცეს სამხრეთ კავკასიას, როგორც საკომუნიკაციო კვანძს, რაც ჯერჯერობით არ არის მიღწეული.

თურქეთსა და ირანს შორის ყოველთვის არის წინააღმდეგობები და ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ინტერესები უცებ ერთმანეთს დაემთხვეს. ბოლო, რაც ირანს სურს, არის სომხეთთან საზღვრის გაქრობა. ირანს მოქმედების  ძალზე შეზღუდული შესაძლებლობებიაქვს,  ის არ არის ეუთოს და სხვა ორგანიზაციების წევრი.

ირანი არ წავა რაიმე სერიოზულ ესკალაციაზე, ამიტომაც  სიტუაცია დაახლოებით იგივე დარჩება, როგორც ახლა გვაქვს,  თუმცა კონკურენცია გაგრძელდება.

რაც შეეხება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოწვევას, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენი რეგიონი მდებარეობს რუსეთსა და ირანს შორის, ჩინეთსა და ევროპას შორის და გეოგრაფია განაპირობებს ინტერესს. გასაგებია, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი წინააღმდეგობაა, მაგრამ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ასევე შედიან  ინდოეთი და პაკისტანი, ინდოეთი და ჩინეთი, პაკისტანი და ირანი, რომლებსაც ასევე აქვთ მრავალი წინააღმდეგობა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button