
ამერიკა დგას სომხეთის გვერდით, მხარს უჭერს მის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას, განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ერევანში, გაფესჭიანის ხელოვნების ცენტრში გამოსვლისას.
სომხეთში ვიზიტი ადრეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ისინი სომხეთში იმ მომენტში მივიდნენ, როდესაც პირადად შეუძლიათ მკაცრად დაგმონ აზერბაიჯანის მიუღებელი და მუქარის შემცველი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესის წარმატებას, აღნიშნა პელოსიმ.







