საზოგადოება

სომხეთში ერთ კვირაში Covid-19-ის 1431 შემთხვევა დაფიქსირდა

19 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სომხეთში კორონავირუსის 1431 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 442875-ს მიაღწია, საიდანაც გამოჯანმრთელდა 430192, ხოლო გარდაიცვალა 8683.

გასულ კვირაში 2133 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ფაქტობრივად, კორონავირუსით მკურნალობს 2307 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button