მთავარიპოლიტიკა

44-დღიანი ომიდან 2 წელი გავიდა

2020 წლის 27 სექტემბრის დილით  აზერბაიჯანმა დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბური, დაგეგმილი თავდასხმა არცახის რესპუბლიკაზე.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა არცახ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზის მთელ სიგრძეზე, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე.

სომხეთსა და არცახში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

44 დღის შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პირდაპირი შუამავლობით ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, არცახის რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. ამჟამად  ლაჩინის დერეფანს, ქალაქ შუშის, ჰადრუთის რაიონის უმეტეს ნაწილს, ასკერანისა და მარტაკერტის რაიონის ზოგიერთი სოფელსა და არცახის საზღვრებს იცავენ რუსი სამშვიდობოები.

44-დღიანი ომის შედეგად 3825 ადამიანი დაიღუპა.

ომში აზერბაიჯანმა გამოიყენა მთელი თავისი არსენალი, ფართომასშტაბიანი სამხედრო გამოყენების დრონები, უახლესი ტექნიკა და მძიმე არტილერია, აქ უნდა აღინიშნოს   საინფორმაციო სფეროც.  ომს მე-5 თაობის ომი  ეწოდა  სამხედრო ოპერაციების ინტენსივობითა და ტექნიკის გამოყენების მოცულობით, შედარებული იქნა 2003 წლის  ერაყის ომთან (აშშ-სა და ერაყს შორის).

თურქეთი ღია სამხედრო დახმარებას უწევდა აზერბაიჯანს. სომეხი ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიიდან დაქირავებული ტერორისტებიც კი გადმოიყვანა.

ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად დაგმეს კონფლიქტი და მოუწოდეს მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები.

აზერბაიჯანი 2 წლის შემდეგაც აგრძელებს აგრესიულ და ფანატიკურ პოლიტიკას, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. 2 კვირის წინ, 13 სექტემბერს, შუაღამისას, აზერბაიჯანმა ინტენსიური სამხედრო ოპერაციები დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. 14 სექტემბერს საღამოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის წყალობით შესაძლებელი გახდა  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

ნახეთ მეტი
Back to top button