მთავარიპოლიტიკა

ვაშინგტონი მხარს უჭერს შარლ მიშელის ძალისხმევას ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით

ვაშინგტონი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

„ამჟამად მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და აშშ აქტიურად უჭერს მხარს მას“, – განაცხადა მან ბრიფინგზე და დასძინა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხზე მუდმივ კონტაქტშია სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ევროპული გაერთიანების ქვეყნებთან.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს „ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების გახსნას, მეზობლური ურთიერთობების დამყარებას და რეგიონის მთელი მოსახლეობის უფლებების დაცვას“.

ნახეთ მეტი
Back to top button