კულტურა

მე-20 ფესტივალი „ჰაი ფესტი“ სომხეთში 250 მონაწილეს უმასპინძლებს

საშემსრულებლო ხელოვნების მე-20 საერთაშორისო ფესტივალი „ჰაი ფესტი“ 1-დან 8 ოქტომბრამდე გაიმართება.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ფესტივალს აქვს სახელწოდება “მომდევნო 20 წელი უკეთესი იქნება!”

„ჰეი ფესტი“ უმასპინძლებს 250-ზე მეტ მონაწილეს 10 ქვეყნიდან და სტუმრებს – ავტორიტეტულ ხელოვნებათმცოდნეებს, არტ მენეჯერებს, საერთაშორისო ფესტივალების პრეზიდენტებს რუმინეთიდან, რუსეთიდან, კვიპროსიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ესტონეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროგრამის შესახებ გასაგებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://highfest.am.

ნახეთ მეტი
Back to top button