მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა გაიყვანოს ჯარები  სომხეთის ტერიტორიიდან –   საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

27 სექტემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანისა და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუს  შეხვედრა.

ფრანგი კოლეგის თხოვნით, სურენ პაპიკიანმა წარმოადგინა 13 სექტემბრის აზერბაიჯანული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება.

სებასტიან ლეკორნიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სახელმწიფო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაყვანილი უნდა იქნეს.

შეხვედრის შედეგების მიხედვით, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ საფრანგეთის თავდაცვის დეპარტამენტი საგანგებო დელეგაციას გამოგზავნის სომხეთში, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button