მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ცდილობს დააბრკოლოს სომხეთისთვის იარაღის მიწოდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ მორიგი პროვოკაცია მოახდინეს და თავს დაესხნენ ჩვენს ქვედანაყოფებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მორიგ  სხდომაზე.

„საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანული შენაერთები, რომლებმაც შეტევები განახორციელეს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყვნენ. სომხეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ეს არის აგრესიის გაგრძელება. გასაგებია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიიდან გაყვანილი უნდა იქნეს“,  – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთმა დაიწყო შეიარაღებულ ძალებში რეფორმების ფართომასშტაბიანი პროცესი და აზერბაიჯანი ცდილობს მსგავსი პროვოკაციებით შეაფერხოს ეს რეფორმები და ურთიერთობების კუთხით, ის  ზოგიერთ მიმართულებით წარმატებებს აღწევს, აღნიშნა მან.

„ისინი ცდილობენ ყველა მიმართულებით, სადაც ეს შესაძლებელია, დააბრკოლონ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება. გვაქვს შემთხვევები, როცა ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთის მიმართ ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. ეს ყველაფერი შორსმიმავალი მიზნით ხდება: რაც გამოიხატება იმაში, რომ წავიდეთ დათმობებზე  სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ; მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს  დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button