ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსმა პირველ რვა თვეში 13,9 პროცენტი შეადგინა. ქერობიანი

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით სომხეთს ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს – 13,9 პროცენტი, აგვისტოში კი 18,4 პროცენტი იყო. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მან აღნიშნა, რომ კომპანიები გარკვეულწილად აზუსტებენ თავიანთ გეგმებს. „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ წავახალისოთ ისინი, რომ არ გადაუხვიონ როგორც საინვესტიციო, ისე საოპერაციო გეგმებს და თავიანთი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აქამდე წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც წარმატებული იქნება“, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button