საზოგადოება

მიგრანტების უკანონო გადაყვანა საქართველო-თურქეთის საზღვარზე – დაკავებულია 3 პირი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის – სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის უკანონოდ გადაყვანა სცადეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button