ეკონომიკა

ვაჭრობის მოცულობამ რუსეთსა და სომხეთს  შორის წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეადგინა 

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2022 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელმა ანა დონჩენკომ “არმენპრესის” პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ციფრები, რაც მე წარმოვადგინე, საკმაოდ თვალსაჩინოა. რიცხვები კვლავ იზრდება, ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს უფრო დადებითი მაჩვენებლები გვექნება. ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობები და წინაპირობები ყველა მიმართულებით. მაგალითად, სომხეთში სამშენებლო სექტორი ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდება, ამას ვაფიქსირებთ და ვაცნობებთ ჩვენს ბიზნესს. წლის განმავლობაში სომხეთში 4 გამოფენა იმართება მხოლოდ სამშენებლო სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი კავშირების დამყარებაში“, – განაცხადა ანა დონჩენკომ.

მისი თქმით, სომხეთისა და რუსეთის მშენებელთა კავშირებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს სფეროში კავშირების შემდგომ გაღრმავებასა და განმტკიცებას. ანა დონჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის ყველა სფერო მნიშვნელოვანია.

ნახეთ მეტი
Back to top button