მთავარიპოლიტიკა

ყველას გასაკვირად  აშშ შეიძლება გახდეს  გადამწყვეტი ფაქტორი სომხეთის მომავლისთვის:    Time

ამერიკული ჟურნალი Time შეეხო  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბერს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან თავდასხმას და აშშ-ის მზარდ როლს სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარებაში.

„გასაკვირი არ არის, რომ შეერთებული შტატები  მხარს  უჭერს დემოკრატიული სახელმწიფოს, სადაც  ახლახან შეიჭრა მისი ავტორიტარული მეზობელი. მაგრამ ბევრმა ამერიკელმა, სავარაუდოდ, არ იცის, რომ მათი ქვეყანა ამას აკეთებს ორ  ასეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის: არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სომხეთისთვისაც, რომელიც უკვე თითქმის სამი კვირაა განიცდის აზერბაიჯანის შემოსევებს.

13 სექტემბრის პირველ წუთებში, როდესაც ხალხს ეძინა სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანმა მძიმე არტილერიითა და თვითმფრინავებით დაიწყო სამი ათეული სომხური ქალაქის საშინელი  დაბომბვა. ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ჩართული იყო უწყვეტ სამხედრო ოპერაციებში სადავო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გარშემო, მაგრამ როგორც ჩანს აზერბაიჯანის რეჟიმმა ახლა ისარგებლა იმით, რომ მეზობელი სამხედრო თვალსაზრისით მოუმზადებელია, თანაც რუსეთის ყურადღება უკრაინისაკენაა მიმართული“, – წერს გაზეთი.

სტატიაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ცდილობდა ეუარა, რომ თავს დაესხა სომხეთის საზღვრებს, მაგრამ შეტევა იმდენად ინტენსიური იყო, რომ NASA-ს ცეცხლის კონტროლის თანამგზავრებმა მასიური თერმული ანომალიები დააფიქსირეს. „მხოლოდ ორ დღეში აზერბაიჯანის ჯარებმა მოკლეს 200-ზე მეტი სომეხი, ძირითადად ჯარისკაცები, მთავრობის ოფიციალური მონაცემებით. დამპყრობლების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ იცინოდნენ გარდაცვლილი სომეხი ქალების დასახიჩრებისა და სომეხი ტყვე ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის დროს.

შეჭრის შესახებ დამატებითი დეტალები სომხურმა ჟურნალისტებმა და ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს. 14 სექტემბერს უცხოელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი აზერბაიჯანული  დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ სომხეთის ქალაქ სოტკში, რომელიც სამხედრო ობიექტებთან ახლოს არ არის. მეორე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სომხეთმა გამოავლინა, რომ წინა დღის ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აზერბაიჯანი აგროვებდა დამატებით ჯარებს, მათ შორის ნახიჩევანში, სამხრეთ-დასავლეთ აზერბაიჯანში, სომხეთის მოსაზღვრე ექსკლავაში. ეს იქნებოდა მეორე ფრონტი.  23 სექტემბერს ერევანში დასავლეთის საელჩოებმა კვლავ გაავრცელეს აქტიური „გაფრთხილებები” სამხრეთ სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობასთან  დაკავშირებით, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი მოელოდნენ შემდგომ თავდასხმებს. თუმცა, მსოფლიოს ბევრ მედიასაშუალებას არ ჰყავს რეგიონალური ჟურნალისტები ადგილზე, ამიტომ სომხური ახალი ამბები დიდწილად საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღებიდან გამორჩა“,  – ნათქვამია სტატიაში.

ლაპარაკია ნენსი პელოსის ვიზიტზეც. „მხოლოდ 17 სექტემბრის შაბათ-კვირას, აშშ-ს პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა სომხეთში სომხური „უსაფრთხოების და დემოკრატიის“ მხარდასაჭერად აზერბაიჯანის „არალეგალური და მომაკვდინებელი თავდასხმების“ წინააღმდეგ ნათლად ცხადყო, რომ აშშ სრულად არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა  შესაძლოა მხოლოდ დიპლომატიურად, სომხეთის წინააღმდეგ ეგზისტენციალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“, ხაზს უსვამს ავტორი და დასძენს, რომ ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი ისტორიულად ყურადღებით ეპყრობოდა ამერიკელი სომეხი ამომრჩევლების მოთხოვნებს, მაგრამ ამჟამად თეთრმა სახლმა შეცვალა თავისი ტრადიციული „გვერდი-გვერდ“. რიტორიკა კონფლიქტის შესახებ. „13-14 სექტემბერს აშშ-მა და არა რეგიონულმა ჰეგემონმა რუსეთმა ითამაშა მთავარი როლი აზერბაიჯანის აგრესიის შეჩერებაში. მას შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყო მრავალი შეხვედრა სომეხ და აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან, როგორც პირადად, ასევე ტელეფონით, მიუხედავად აზერბაიჯანის ავტორიტარული პრეზიდენტის მუქარისა, რომელმაც სომხური სიძულვილი აქცია თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციის ფორმულად. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მან არჩეული აქვს სლოგანი:  „ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს“.

„დღეს, როგორც ჩანს, აშშ აცნობიერებს, რომ რუსეთის დროებითი არყოფნა კავკასიაში ნიშნავს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ირანის შესაძლო ჩართვას, რომელმაც უკვე გაავრცელა გაფრთხილება საზღვრების შეცვლის შესახებ. ირანს აქვს ჩრდილოეთ საზღვარი სომხეთთან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას  ევროპასთან.  აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შედეგად თურქეთ-ირანის პოტენციურმა დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის და მის ფარგლებს გარეთ უკონტროლო დესტაბილიზაცია, რაც არც რუსეთის  და არც შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის“,  -წერს ავტორი.

სტატიის დასასრულს ხაზგასმულია, რომ აშშ-ს ბოლოდროინდელი ჩართულობა კავკასიაში უპრეცედენტოა, „ცივი ომის შემდეგ პირველად, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნის ქმედებები ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონში. მიაღწევს თუ არა წარმატებას ვაშინგტონი დემოკრატიულ სომხეთში ფართომასშტაბიანი შეჭრის აღკვეთის მიმართლებით?  მზად არის თუ არა მსხვერპლი გაიღოს ამ მიზნის მისაღწევად, როგორიცაა სომხეთისთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა და აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესება, მიუხედავად თურქეთის ძლიერი ზეწოლისა და ევროპის ენერგეტიკული საჭიროებებისა?  ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამერიკის ერთადერთი საჯარო მსხვერპლი სომხების არსებობის დასაცავად, როგორც ჩანს, მხოლოდ აშშ-ის ელჩმა გაიღო. 28 სექტემბერს ლინ ტრეისი  საკუთარი უსაფრთხოების  საფრთხეში ჩააგდებით ეწვია სომხეთის უკიდურეს სამხრეთ რეგიონს სიუნიქს,  მიუხედავად იმისა, რომ საელჩომ ის გააფრთხილა რეგიონში არსებული საშიშროებების  შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button