მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ოთხ ათეულზე  მეტი წევრი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები.

სამიტი პრაღის ძველ ციხესიმაგრეში გაიმართა. მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ ფიალა დახვდა. პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სამიტის მონაწილეთა ერთობლივი ფოტოგადაღების ცერემონია.

ღონისძიების ფარგლებში, უსაფრთხოების თემაზე გამართულ მრგვალ მაგიდაში  პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button