
10 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით განიხილავენ. ამის შესახებ როგორც “არმენპრესი” იუწყება, TASS-ს 8 ნოემბერს აცნობა კუხო-ს გაერთიანებული შტაბის პრეს-მდივანმა ვლადისლავ შჩეგრიკოვიჩმა.
https://armenpress.am/arm/news/1096687.html?
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალური შტაბის უფროსი – რუსეთის ფედერაციის არმიის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალი ვალერი გერასიმოვის მეთაურობით სესიაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსები, კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი, ასევე კუხო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ტახირ ხაირულოევი“, – განაცხადა შჩეგრიკოვიჩმა.
კუხო-ს გაერთიანებული შტაბის პრესმდივანმა დასძინა, რომ მხარეები განიხილავენ კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს და მათ წინააღმდეგ საპასუხო ზომებს, კუხო-ს სამშვიდობო პოტენციალის განვითარებას, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობაში მიერთებას, კუხო წევრი ქვეყნების სახელმწიფო (სამხედრო) ავიაციის საერთაშორისო ფრენების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, რიგ სხვა გადაუდებელ საკითხებს“.







