მთავარისაზოგადოება
ესპანეთში დაარსდა არმენოლოგიის პირველი კათედრა

ესპანეთში სომხეთის საელჩოს ინიციატივითა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ისტორიის ფაკულტეტზე არმენოლოგიის კათედრა დაარსდა. კათედრა შეიქმნა ესპანეთში სომხეთის შესახებ ცოდნის გაზრდის, სომეხი ხალხის ისტორიისა და პოლიტიკის შესწავლის, სომხური ენის გავრცელებისა და სომხური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

21 ნოემბერს, ელჩმა სოს ავეტისიანმა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ხუან კარლოს დოადრიო ვილარეხომ, ხელი მოაწერეს მემორანდუმს “სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტს შორის სომხური კვლევების სპეციალური კათედრის შექმნის შესახებ“.










