საზოგადოება

მე ძლივს მელაპარაკებოდა და იქ როგორ ილაპარაკებს, არ ვიცი – გიული ალასანია სააკაშვილის პროცესზე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს აქვს სურვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწროს.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კილო აქვს დაკლებული და რომელიც ვერ დადის.

„სუსტად არის, გადასხმა უკეთდება და რა ვიცი, აპირებს იქ წასვლას. მე ძლივს მელაპარაკებოდა და იქ არ ვიცი, როგორ ილაპარაკებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რომ ენახათ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი დღეს. ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება, აი, ამას ნახავენ“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სურს, დაესწროს სასამართლო სხდომას.

ნახეთ მეტი
Back to top button