ეკონომიკა

სომხეთი საქართველოსთან ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ სამართლებრივ საფუძველს ამზადებს – მინისტრის მოადგილე

სომხეთი საქართველოსთან ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ სამართლებრივ საფუძველს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია Sputnik Armenia  ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა სრ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  ჰაკობ  ვარდანიანმა ატომური ტექნოლოგიების კონფერენციის „ატომექსპოს“ ფარგლებშ, რომელიც  სოჭში გამართა.

ახლა ორი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს. როდესაც სომხეთს სურს საქართველოდან ელექტროენერგიის მიღება, ის თიშავს სასაზღვრო რაიონებში არსებულ ქსელის ერთ-ერთ ხაზს და აკავშირებს ქართულთან (და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო წყვეტს ერთ-ერთ ხაზს და უკავშირდება  სომხურ სისტემას). ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შემდეგ მხარეები ელექტროენერგიის თავისუფლად გაცვლას შეძლებენ.

ამ მიზნით, გერმანულ  ბანკ  KfW-დან მიღებული სესხით სომხეთიდან საქართველოში ახალი 400 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზი აშენდება. ის შეავსებს არსებულ 220 კილოვოლტ ხაზს. გარდა ამისა, საზღვარზე დამონტაჟდება მხოლოდ ერთი მოდული 350 მეგავატი სიმძლავრით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ რამდენიმე მოდულის დაყენება.

სამშენებლო ტენდერი უკვე მიმდინარეობს და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობის დასრულება 40 თვეში იგეგმება. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიის ნაკადების მოცულობა გაიზრდება, მათთვის ახალი წესები მუშავდება.

სომხეთიდან საქართველოში საგანგებო სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა სექტემბერში და უახლოეს თვეებში აპირებენ ხელი მოაწერონ შემდეგს, ხელშეკრულებას კომერციული ნაკადების გადახრების რეგულირების შესახებ (ანუ შემთხვევები, როდესაც ფაქტობრივი მოცულობები გადაუხვევენ ხელშეკრულებაში მითითებულ მოცულობებს).

რუსეთ-საქართველო-სომხეთი-ირანის ოთხმხრივი დერეფნის 2015 წელს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება აგრძელებს მუშაობას.

ასევე გრძელდება ირანიდან სომხეთში იგივე ძაბვის (400 კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. რამდენიმე გადადების შემდეგ, მშენებლობის დასრულების თარიღი ახლა გადატანილია 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის. ვინაიდან მშენებლობა სრულად ირანული მხარის მიერ არის დაფინანსებული, სამუშაოებს ირანელი დეველოპერები ახორციელებენ. მათ უკვე დაასრულეს სამუშაოები ყველაზე ხელსაყრელ რაიონებში, რთულ მთიან რაიონებში კვლავ მუშაობენ.

ამ ორი ხაზის მშენებლობის შემდეგ ოთხი ქვეყანა ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობას შეძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button