პოლიტიკა

სამხედრო-პოლიტიკური ფორმატი ერევანი-თეირანი-ახალი დელი  სამეულის ანკარა-ბაქო-ისლამაბადის  საპირწონეა

აზერბაიჯანი-თურქეთი-პაკისტანის სამმხრივი ურთიერთობები ახალ იმპულსს იძენს.

პაკისტანის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი მუჰამედ ამჯად ხან ნიაზი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის მონაწილეობით.

2020 წლის არცახის 44-დღიანი ომის შემდგომ პერიოდში ამ სამი ქვეყნის მსგავს ფორმატში შეხვედრები და სამხედრო წვრთნები გამრავალრიცხოვანდა.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო მეცნიერი გრიგორ ბალასანიანი სამკუთხედს პაკისტაინ-თურქეთი-აზერბაიჯანი  სომხური მხარისთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს. ბალასანიანის თქმით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია 44-დღიანი ომის კონტექსტში, როდესაც აზერბაიჯანმა სომხური მხარის წინააღმდეგ საბრძოლველად პაკისტანის სპეცრაზმის სამთო მსროლელებიც ჩართო. ამ ქვეყნების ურთიერთობებს სამხედრო თანამშრომლობის, იარაღის გაყიდვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის კონტექსტში აკვირდება, საერთაშორისო ექსპერტი აღნიშნავს, რომ დიპლომატია და რბილი ძალა ასევე მნიშვნელოვანია ანკარას, ბაქოსა და ისლამაბადს შორის სამმხრივ ურთიერთობებში. როგორც ანკარა, ასევე ისლამაბადი მხარს უჭერენ აზერბაიჯანის პოზიციას მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სამმხრივი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან ბრძოლაში მათი ძლიერი დიპლომატიური თანამშრომლობის გარანტიაა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც, ექსპერტის აზრით, არაერთხელ გამოვლინდა წინა წლებში.

დღეს პაკისტანი არის აზერბაიჯანისთვის იარაღის მიმწოდებელი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, გარდა ამისა, იზრდება პაკისტან-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაც, ეს ქვეყნები ავითარებენ გეგმებს იარაღის ერთობლივი წარმოებისთვის, თურქეთმა მიმართა პაკისტანს რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივი განვითარებისთვის, – ამბობს „რადიოლურის“ რესპოდენტი  გრიგორ ბალასანიანი.

სამხედრო ექსპერტთა სხვადასხვა წრეში აღნიშნულია, რომ 2016-2019 წლებში თურქეთი იყო მეოთხე უმსხვილესი ქვეყანა პაკისტანიდან იარაღის იმპორტში, და პირიქით, ამავე პერიოდში პაკისტანი თურქეთიდან იარაღის გატანის ბაზარზე მესამე ადგილზე იყო. გრიგორ ბალასანიანი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა და გაყიდვა, მათ შორის თვითმფრინავების ნაწილებსი, საზღვაო ხომალდებისა და ბომბების.

„პაკისტანი აგრძელებს თურქეთთან იარაღის ყიდვა-გაყიდვას, ამით ისლამაბადი ცდილობს თავიდან აიცილოს ზედმეტი დამოკიდებულება ჩინეთსა და დასავლეთზე“, – ამბობს საერთაშორისო ექსპერტი.

მისი თქმით, ანკარა-ბაქო-ისლამაბადის ტანდემის საპირწონედ სომხეთმა უნდა განავითაროს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ინდოეთთან გარკვეული იარაღის ერთობლივი წარმოებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სომხური მხარისთვის უსაფრთხოების სერიოზულ რეზერვს წარმოადგენს. ამავე ფორმატში უნდა გამოიყენონ  მეზობელ ირანთან ურთიერთობაც. ირანის პირით ჩვენ გვეყოლება ასევე სანდო მოკავშირე ისლამურ სამყაროში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ვეტოს დადება ან გაუქმება ანტისომხური პროექტების მიმართ, რომლებსაც აზერბაიჯანი-თურქეთი-პაკისტანის ტრიადა რეგულარულად წარადგენს ორგანიზაცია „ისლამურ კონფერენციაზე“. ბალასანიანი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე თეირანი-დელი-ერევნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები ემთხვევა, რადგან ანკარა-ბაქო-ისლამაბადი ტრიო ამ სამი ქვეყნის მტერია.

საერთაშორისო ექსპერტი ხაზს უსვამს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულ ურთიერთობებს, მათში თურქეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობას, რაც ნიუ დელისთვის  შემაწუხებელი ფაქტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button