საზოგადოება

სომხეთში შეიქმნა პირველი საინვესტიციო ქრაუდფანდინგ- პლატფორმა – Armenia Financed

სომხეთის სახელმწიფო ინტერესთა ფონდის (ANIF) ინიციატივით, სომხეთში შეიქმნა პირველი საინვესტიციო crowdfunding- პლატფორმა ARFI (ARFI – Armenia Financed), რომელიც იძლევა ექსკლუზიურ შესაძლებლობას სომხეთში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინვესტიციების ჩასადებად, ახალ ტექნოლოგიურ სტარტაპ პროექტებში მთელი მსოფლიოდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს news.am-ი. https://news.am/arm/news/733481.html

სომხეთის  ცენტრალური ბანკის საბჭოს 29 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა და ლიცენზირებული იქნა პლატფორმის ოპერატორი ARFI Investment Company (ლიცენზიის ნომერი: НЭ0023). კომპანიებთან თანამშრომლობისა და განაცხადების მიღების პროცესი დღეიდან დაიწყო. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მთელ მსოფლიოში ცნობილ სომხებთან ARFI პლატფორმის წარმატების სხვადასხვა ფორმატში ჩართვის მიმართულებით. პლატფორმაში ინვესტიციები 2023 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button