მთავარიპოლიტიკა

არცახის მოსახლეობა საკუთარ მომავალს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვერ ხედავს და ამის შესახებ მკაფიო პოზიცია გამოხატეს. რუბენ ვარდანიანი

არცახელები საკუთარ მომავალს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვერ ხედავენ და ამაზე კარგა ხანია გამოხატავენ მკაფიო პოზიციას. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი.

https://news.am/arm/news/733734.html?

„აზერბაიჯანმაც უნდა გაიგოს და მიიღოს, რომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის ერთსა და იმავე რეგიონში გვერდიგვერდ ცხოვრება, მაგრამ არა ერთად. ამის გამეორების საშუალება მქონდა კიდევ ერთხელ გერმანიის საზოგადოებრივ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.

ტელეარხმა ვრცელი სიუჟეტით გააშუქა სომხეთი და არცახი, კერძოდ, 13 სექტემბრის აზერბაიჯანული აგრესია და მისი შედეგები, ასევე გამოაქვეყნა კადრები სტეფანაკერტის აღორძინების მოედანზე ოქტომბერში გამართული მრავალათასიანი მიტინგიდან.

მისასალმებელია მსოფლიო მედიის ყურადღება აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტისადმი“, – ნათქვამია პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button