მთავარიპოლიტიკა

თურქეთის გზავნილი სომხეთს. თუ ,,ზანგეზურის დერეფანს“ არ უზრუნველვყოფთ, ,,ძმურ მუშტს“ იგრძნობთ

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თურქული აღქმა „მშვიდობის შესახებ“.

https://news.am/arm/news/733657.html?

თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა ან პროვოკაცია, განურჩევლად მისი წყაროსა, იქნება აღიარებული, როგორც საერთო გამოწვევა ძმური ქვეყნების წინაშე“, – განაცხადა მან თურქულ-აზერბაიჯანული წვრთნების „ძმური მუშტის“ მონაწილეებისადმი მიმართვისას.

აკარმა ირიბად დაადასტურა ანკარას მონაწილეობა აზერბაიჯანის აგრესიაში სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ. „საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ერთიანობის მოწმე გახდა 44-დღიანი ომის დროს, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ისტორიული მიწები გათავისუფლდა ხანგრძლივი სომხური ოკუპაციისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ“.

მან მოუწოდა დაიხუროს რეგიონში წინააღმდეგობებისა და სიძულვილის გვერდი, დაიწყოს საერთო მომავლის მშენებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის საფუძველზე. „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი უპასუხოდ არ დატოვებს თურქეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელს“, – განაცხადა მან და აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კომუნიკაციის გახსნის მნიშვნელობა, მათ შორის „ზანგეზურის დერეფანში“.

ფაქტიურად აქარი მშვიდობის მოწოდების ნიღბის ქვეშ სომხეთს მორიგ მუქარას უგზავნის: „ზანგეზურის დერეფანს თუ არ უზრუნველვყოფთ, თქვენზე იგრძნობთ „ძმურ მუშტს“.

ნახეთ მეტი
Back to top button