საზოგადოება

სომხეთში 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასი გაიზრდება

2023 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკაში მინიმალური ხელფასი გაიზრდება და გახდება 75.000 (180$)  დრამი.  ბიუჯეტის პროექტში ასევე იყო გათვალისწინებული, რომ საბაზო ხელფასი 83 200 (210 $) დრამი უნდა გამხდარიყო. https://www.radar.am/hy/news/social-

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის საჯარო სამსახურის უფროსმა ვაჩე კალაშიანმა პარლამენტის შრომისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფო თანამდებობაზე და სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად,  საბაზო ხელფასი უნდა იყოს მინიმალური თვიური ნომინალური ხელფასის 80-110 პროცენტი. „იმისთვის, რომ არ გაიზარდოს ანაზღაურებადი სხვაობა იმავე ფუნქციების შემსრულებელ თანამდებობებს შორის, პროექტით შემოთავაზებულია სპეციალური ხელფასის დაწესება 2020 წელს განსაზღვრულ განსაკუთრებული რისკისა და სპეციალიზაციის მქონე თანამდებობებზე. საბაზისო ხელფასის ზრდის გამო  შემცირდეს სახლფასო დანამატი“, – განმარტა ვაჩე კალაშიანმა. ასეთ  თანამდებობათა  ჩამონათვალში მოხვდნენ  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მოსამართლეები, სააპელაციო, საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარეები და სხვები, მათი სახელფასო დანამატები 80 %-დან შემცირდა 70%-მდე.

კანონი ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვრიდან.  

ნახეთ მეტი
Back to top button