პოლიტიკა

რა მოჰყვება აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადას? – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაშირ კიტაჩაევი

მთიანი ყარაბაღის ბლოკადა აზერბაიჯანელი მომიტინგეების მიერ, რომლებიც ეკოლოგიურ აქტივისტებს წარმოადგენდნენ, უკვე მეორე თვეა, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი სადავო ტერიტორიაზე და დაიგმო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აქციის მონაწილეებს აქვთ კეთილმოწყობილი კარვების ბანაკი და მხოლოდ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს და წითელი ჯვრის აერთაშორისო ორგანიზაციას აძლევენ ლაჩინის დერეფნის გავლის საშუალებას. https://www.opendemocracy.net/…/nagorno-karabakh-blockade…/ ეგრეთ წოდებულ „ეკოაქტივისტებში“, გავრცელებული ინფორმაციით, შედიან საჯარო მოხელეები, გადაცმული სამხედრო პერსონალი და პრო-სამთავრობო არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები.

სურსათის, მედიკამენტების, ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების შეფერხებამ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. რუსი სამშვიდობოები გააკრიტიკეს საერთაშორისო საზოგადოებამ ბლოკადასთან დაკავშირებით მათი პასიურობის გამო და ევროპარლამენტის 19 იანვრის რეზოლუციამ ქმედებისკენ მოუწოდა. ევროკავშირის რეზოლუციამ ასევე დაგმო აზერბაიჯანი.

10 იანვარს სატელევიზიო ინტერვიუში ალიევმა თქვა: „მთიან ყარაბაღში შეიქმნება პირობები მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს აზერბაიჯანის დროშის ქვეშ. ვისაც არ უნდა ჩვენი მოქალაქეობა, გზა დაკეტილი კი არა, ღიაა“. ამ განცხადებით ალიევი აღიარებს, რომ აზერბაიჯანი აკონტროლებს ბლოკადას.

მათთვის, ვინც არ იცნობს რეგიონს, ალიევის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეობის შეთავაზება შეიძლება მაცდური ჩანდეს. ქვეყანა მდიდარია ნავთობით, ოქროთი და სხვა რესურსებით და ცხოვრების დონე რამდენადმე მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან და ასევე დადო მომგებიანი გაზის კონტრაქტები ევროპასთან.

მაშ, რატომ ურჩევნიათ მთიანი ყარაბაღის სომხებს, არ სჯერათ რა ალიევის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების, დარჩნენ პატარა, ღარიბი, არაღიარებული სახელმწიფოს მოქალაქეებად, გარშემორტყმული მტრული არმიით და დამოკიდებულნი ერთადერთი გზით მომარაგებაზე?

▪️აზერბაიჯანის მთავრობა არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული Human Rights Watch-ის, Amnesty International-ის, რეპორტიორების საზღვრებს გარეშე და სხვების მიერ ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევისა და კორუფციის გამო.

▪️ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაც კი ბევრად უსწრებს აზერბაიჯანს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხრივ.

▪️აზერბაიჯანში არჩევნები რეგულარულად ყალბდება ყველა დონეზე.

▪️ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ან ხელს უშლიან კენჭისყრაში, ან ისინი წყვეტენ ხელისუფლების კრიტიკას უსაფრთხოების სანაცვლოდ.

▪️ანტისახელმწიფო მოღვაწეები რეგულარულად განიცდიან შევიწროებას ან აპატიმრებენ მათ გაყალბებული ბრალდებებით.

▪️მართლმსაჯულების სისტემას მთლიანად სახელმწიფო აკონტროლებს. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მოქმედებენ დაუსჯელად, რეგულარულად არღვევენ ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ კანონებს მოსყიდვის, ცემისა და წამების გზით.

▪️ჟურნალისტებს აპატიმრებენ, აშანტაჟებენ ან აიძულებენ დატოვონ ქვეყანა.

▪️ნებისმიერ სომეხს, რომელიც მიიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას, დაემუქრება სახელმწიფოს მიერ გაძლიერებული არმენოფობია. აზერბაიჯანულ მედიაში სომხებს ყოველთვის უარყოფითად მოიხსენიებენ და სკოლის სახელმძღვანელოებში წარმოადგენენ, როგორც საზიზღარ ისტორიულ მტრებს, რომლებიც ღალატობენ აზერბაიჯანელებს.

▪️აზერბაიჯანი ცდილობს გადაწეროს მთიანი ყარაბაღის ისტორია,  სომხები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობდნენ ძვ.წ მეექვსე საუკუნიდან, წარმოადგინოს მოსულებად. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ რუსებმა სომხები კავკასიასა და ყარაბაღში მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანელებთან საბრძოლველად ჩამოასახლეს.

ნახეთ მეტი
Back to top button