მთავარიპოლიტიკა

საქართველოში ძალაში შევიდა   სომხეთთან საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება

სომხეთთან საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოში ძალაში შევიდა.  გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ბიულეტენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ პირადობის მოწმობით და არ იქნება საჭირო პასპორტის წარდგენა.

გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აცნობოს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს შეთანხმების დადების შესახებ, ასევე ეცნობოს სომხეთის ხელისუფლებას შეთანხმებისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button