პოლიტიკა

არც ერთი ცენტი აზერბაიჯანს. ამერიკელი სომხები აშშ-ს კონგრესისგან მოითხოვენ, აიძულონ აზერბაიჯანი დაასრულოს მთიანი ყარაბაღის ბლოკადა

ამერიკელებმა სომხებმა ვაშინგტონში დემონსტრაცია მოაწყვეს და მოითხოვენ შეერთებული შტატების მთავრობას შეწყვიტოს ნებისმიერი სახის დახმარება აზერბაიჯანისთვის, შეაჩეროს ამ უკანასკნელის სამხედრო დახმარება, წერს „ამერიკის ხმა“. https://news.am/arm/news/742838.html? აქციაში ამერიკელი კონგრესმენებიც მონაწილეობდნენ. ადამ შიფის თქმით, აზერბაიჯანს აშშ-დან ერთი ცენტიც კი არ უნდა მიეცეს. „ადმინისტრაციას მოქმედებისკენ მოვუწოდე. მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტს აზერბაიჯანის საშიშროებაზე. და მე ვაგრძელებ ადმინისტრაციის მხრიდან უფრო ძლიერი ქმედებების ადვოკატირებას”.

შეგახსენებთ, თვენახევარია, რაც “ეკოაქტივისტებად” მოჩვენებულმა აზერბაიჯანელებმა დაკეტეს ლაჩინის დერეფანი, რითაც მთიან ყარაბაღს და მის  120  000 მცხოვრებს წაართვეს სომხეთთან და გარესამყაროს დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. აზერბაიჯანი ბლოკადასთან დაკავშირებით ბრალდებას უარყოფს.

„ჰაი დატის კომიტეტის“ აღმოსავლეთ რეგიონის ლიდერის, არა ჩალიანის თქმით, შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ბევრისთვის გაუგებარია სიტუაცია და ისინი ცდილობენ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მრავალრიცხოვანი შეხვედრების მეშვეობით.

„ადმინისტრაციის ამჟამინდელი რეაქციით არ ვართ კმაყოფილი. სახელმწიფო მდივანმა ბლოკადაზე ისაუბრა და მისი შეჩერება სთხოვა. ეს არ არის საკმარისი. შეერთებულ შტატებს შეუძლია ბლოკადის შეწყვეტის ბრძანება და ასევე სანქციების დაწესება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი. მათ ასევე უნდა ეცადონ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მათი არსებული რესურსებისა და სხვა ბერკეტების გამოყენებით“, – განუცხადა მან „ამერიკის ხმას“.

კონგრესმენ ფრენკ ფალონეს თქმით, მართალია, ის მთიან ყარაბაღში არ იმყოფება, მაგრამ იქაური მძიმე ვითარება წარმოუდგენია. ის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს „ჰაი დატის“ კომიტეტთან, რათა აიძულოს აშშ-ის მთავრობა ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე ლაჩინის დერეფნის გასახსნელად. შეახსენა რა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სატელეფონო ზარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, რომელშიც ის ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილების აღდგენას ითხოვდა, კონგრესმენმა აღნიშნა: „ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სხვა მცდელობები მიმდინარეობს, რათა ალიევზე ზეწოლა მოხდეს ბლოკადის დასრულების მიზნით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე ამან წარმატებს არ მიაღწია. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით“.

„არცახის გვერდით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა აქციის დასასრულს ვაშინგტონის „სომხური კომიტეტის“ ხელმძღვანელმა არამ ჰამბარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button