საზოგადოება

ტირანაში ლავასოღლი დააკავეს – მედია

,,მთავარი არხი” წერს, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საქართველოს მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორგაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ინფორმაციას Euronews-ის ალბანური ბიურო ავრცელებს.

მედია წერს, რომ ლავასოღლი უკრაინის მოქალაქის სახელით ტირანაში იმალებოდა.

 “Fast Albania-მა წარმატებით შეიმუშავა და დაასრულა დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია „კრიესორი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მინდია ლავასოღლი დაიჭირეს და დროებით დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით”, – წერია პოლიციის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button