მთავარისაზოგადოება

“წამით არ დაგვვიწყებია 2020 წლის ამბები, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ვერ მივატოვებთ” – რას ამბობენ სომხები ფაშინიანის ნაბიჯზე?

,,ამბები.გე” წერს, რომ სომ­ხეთ­მა თურ­ქეთ­ში მაშ­ვე­ლე­ბი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს. თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი დე­პუ­ტა­ტის, კარო პა­ი­ლა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თი­დან გაგ­ზავ­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი უკვე თურ­ქეთ­შია, ასე­ვე იქ არი­ან სო­მე­ხი მაშ­ვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკვე შე­უდ­გე­ნენ.

სომ­ხუ­რია მე­დია წერს, რომ ფა­ში­ნი­ან­მა სამ­ძი­მა­რი და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და ხალ­ხს ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა გამო.

“თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას, ამ ნა­ბიჯს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დი­ა­ლო­გის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა” – ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სო­მე­ხი მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავრნენ

სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ძა­ლი­ან სწორ დიპ­ლო­მა­ტი­ურ და ადა­მი­ა­ნურ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი.

“ისი­ნი მი­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ახლა მთა­ვა­რი საკ­ვან­ძო სი­ტყვაა – ადა­მი­ა­ნი!” – წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრე­ზი­დენ­ტი არა­იკ არუ­თი­ნი­ა­ნი.

მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მათი თქმით, უკვე შექ­მნი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას მო­აგ­რო­ვე­ბენ.

“თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, შარ­ფე­ბი, წინ­დე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ქუ­დე­ბი, პლე­დე­ბი, მშრა­ლი საკ­ვე­ბი, თერ­მო­სე­ბი, ბავ­შვთა საკ­ვე­ბი, სა­ფე­ნე­ბი, ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი… ყვე­ლა­ფე­რი, რისი მო­ტა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა, იყოს ახ­ლე­ბი და გა­მო­სა­დე­გი, გთხოვთ, თავი მო­უ­ყა­როთ და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მო­ი­ტა­ნოთ” – ამ­გვა­რი ში­ნა­არ­სის მი­მარ­თვებს ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ.

“ჩვენ რო­გორც შეგ­ვიძ­ლია ისე, ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, რე­სურ­სე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ძლი­ერ­მა სტი­ქი­ამ უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა… ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ ასო­ბით ათა­სია მო­ყო­ლი­ლი… ჩვენს ხალ­ხს ეს გა­მოც­დი­ლი აქვს, სპი­ტა­კის მი­წისძვრის დროს, სომ­ხე­თი ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და, ამი­ტომ ვი­ცით, რა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბას. ეს არ არის პა­თე­ტი­კა, გვინ­და ეს ჩვენ თუ არა, მა­ინც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ვართ და ახლა, ასეთ მარ­თლაც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ვა­ლია, მე­ზო­ბელ ხალ­ხს და­ვეხ­მა­როთ. სხვა თუ არა­ფე­რი, ხვალ-ზეგ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით უნდა ვი­ცხოვ­როთ” – წერს ან­დრა­ნი­კი არი­ჯი­ნი­ა­ნი.

“პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდი, რა­ტომ არ ავირ­ჩიე მაშ­ვე­ლის პრო­ფე­სია, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებს, თუ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვთ, შე­უძ­ლი­ათ და­ეხ­მა­რონ ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სის, ეროვ­ნე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, კა­ნის ფე­რი­სა და რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მი­უ­ხე­და­ვად… ახლა არ არის იმა­ზე ფიქ­რის დრო, რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ისი­ნი, მსგავ­სი რამ ჩვენ­თან რომ მომ­ხდა­რი­ყო – პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ვი­ყოთ და შემ­დეგ სხვა და­ნარ­ჩე­ნი. მეც მახ­სოვს 2020 წლის ამ­ბე­ბი (ყა­რა­ბა­ღის ომი), წა­მით არ დამ­ვი­წყე­ბია, მაგ­რამ ახლა ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით. ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ ადა­მი­ა­ნებს, ბავ­შვებს, ქა­ლებს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ და მათ ვერ მი­ვა­ტო­ვებთ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი არ ვართ. აქ ჩვენს გვერ­დით ტრა­გე­დია თუ ხდე­ბა, ჩვენც გვტკი­ვა, ვი­ზი­ა­რებთ და დახ­მა­რე­ბა გვინ­და. ეს უნდა ნა­ხოს მსოფ­ლი­ომ.

მად­ლო­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის. მათი დახ­მა­რე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მათი მშობ­ლე­ბის თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მად­ლი­ე­რე­ბი ვართ… ზო­გა­დად კი, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხილ­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად ან­გრე­ვენ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს” – მი­აჩ­ნია ანი სა­ა­კი­ანს.

“თით­ქმის ორი თვეა, არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი) მო­სახ­ლე­ო­ბა ბლო­კა­და­შია, მო­სახ­ლე­ო­ბას ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ აქვთ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რომ­ლის უკა­ნაც, ვი­ცით, ვინც დგას – თურ­ქე­თი. მი­ჭირს ამის თმა, რად­გან იქ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ვიცი, რა დღე­შიც არი­ან, მაგ­რამ ის, რაც ახლა თურ­ქეთ­ში ტრი­ა­ლებს, ვე­რა­ვის ტო­ვებს გულ­გრილს… ყვე­ლა წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ და ყვე­ლა­ფე­რი გვახ­სოვს, მაგ­რამ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ხომ მთელ მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ წყე­ნა­ზე მაღ­ლა დგო­მას გვთხოვს. რე­გი­ონ­ში სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა და არა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომე­ბი. მშვი­დო­ბი­ა­ნი და უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა ჩვენს ბი­ჭებს!” – წერს ერ­მი­ნე გა­ზა­რი­ა­ნი.

ნახეთ მეტი
Back to top button