
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წერილით მიმართა აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერს საჰიბა გაფაროვას, სადაც გამოხატა უკმაყოფილება 2022 წლის 20 დეკემბერს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე ტურალ განჯალიევის აზერბაიჯანის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განჯალიევმა ევროპარლამენტი დაადანაშაულა „ევროპარლამენტის წევრების კორუფციის გზით დაფინანსების მექანიზმის შექმნაში“, ბრალდების რაიმე საფუძვლის წარმოდგენის გარეშე, მან განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღის გაძარცული ოქროს მაღაროებიდან მიღებული შემოსავალი მიედინება ევროპის საბჭოს წევრების ჯიბეებში, რომლებიც აკრიტიკებენ აზერბაიჯანის ქმედებებს. მან ასევე გამოაქვეყნა სტატია Twitter-ზე, რომელიც შეიცავს პირდაპირ პირად თავდასხმას ევროკავშირისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარეზე მარინა კალიურანდზე, რომელსაც კორუფციაში ბრალი დასდო“, – წერს რობერტა მეცოლა.
„ევროპარლამენტი მზად არის გააგრძელოს კარგი ურთიერთობები მილი მეჯლისთან, შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა. ეს შეიძლება მოიცავდეს კონსტრუქციულ კრიტიკას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ პრეტენზიებს“, – დასძინა მან.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოითხოვა ღონისძიებების გატარება, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.







