
დასავლეთმა არაფერი დააკისრა სომხურ მხარეს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ისაუბრა რა რუსული მხარის კრიტიკაზე სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით. https://armenpress.am/arm/news/1104120.html? „ვერავინ ვერაფერს გვაიძულებს. ამ კონტექსტში დასავლეთმა არაფერი დაგვიწესა. ამ მისიის განლაგება სომხური მხარის გადაწყვეტილება იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მისიის ჩამოსვლა ჩვენს გამოცდილებასაც უკავშირდება. რას ვგულისხმობ? 2021 წლის მაისსა და ნოემბერში მოხდა თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ფართომასშტაბიანი თავდასხმა ასევე მოხდა გასული წლის სექტემბერში. და იმის გათვალისწინებით, რომ არსებული უსაფრთხოების გარანტიები არ მუშაობს, სომხეთმა მოიწვია ევროკავშირის სამოქალაქო მისია, რათა შეიქმნას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები“, – განაცხადა გრიგორიანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგება უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს შექმნის.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვის სახელით ვერ უპასუხებს მათ შეშფოთებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
„ბუნებრივია, ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ ჩვენს რუს პარტნიორებთან ყველა იმ პრობლემაზე, რაც არსებობს და წარმოვადგენთ სომხური მხარის მიდგომებს, განვმარტავთ, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯები“, – აღნიშნა გრიგორიანმა.







