ნანგრევებიდან ამოიყვანეს 3 დაზარალებული და 20 დაღუპულის ცხედარი. სომეხმა მაშველებმა თურქეთსა და სირიაში თავიანთი სამუშაო შეაჯამეს

კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ოპერატიული ცვლის უფროსმა, სამაშველო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკმა გარიკ აღრამანიანმა მოკლედ წარმოადგინა თურქეთისა და სირიის სტიქიის ზონაში გაწეული სამუშაოები. https://armenpress.am/arm/news/1104533.html? როგორც იუწყება “არმენპრესი” , მან აღნიშნა, რომ 8 თებერვალს თურქეთსა და სირიაში სპეციალური რეისებით გაემგზავრა სომხური ურბანული სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, რომელშიც შედიოდა შესაბამისად 27 და 29 მაშველი, მათ შორის ექიმები, კინოლოგები, რადიო, ქიმიური, ბიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგის სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ 7 დღიანი საკვებით, წყლით, კარვებით, ქონებითა და აღჭურვილობით.
„სომეხმა მაშველებმა თურქეთის ქალაქ ადიამანსა და სირიის ქალაქ ალეპოში განლაგების ბაზა შექმნეს. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა, საერთაშორისო კვალიფიციურმა სომხურმა სამაშველო გუნდებმა ადგილობრივ მხარდაჭერასთან და სხვა საერთაშორისო ჯგუფებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა სამაშველო ღონისძიებების გამოყენებით, თურქეთში სტიქიის ზონაში ნანგრევებიდან 3 დაზარალებული ამოიყვანეს. ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების, მათ შორის კინოლოგიური ჯგუფების შედეგად, ორ ქვეყანაში ნანგრევებიდან 20 დაღუპულის ცხედარი ამოიღეს.
სომეხმა მაშველებმა ალეპოში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად, მოაწყვეს და გამართეს ტრენინგი ადგილობრივი სომხური თემისთვის თემაზე „როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში“, – განაცხადა აღრამანიანმა.
სომხური გუნდები სომხეთში სირიიდან 14 თებერვალს თვითმფრინავით და თურქეთიდან 17 თებერვალს სახმელეთო გზით დაბრუნდნენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად თურქეთში 40 ქვეყნიდან 174-მდე სამძებრო-სამაშველო ჯგუფი ჩავიდა სირიაში კი – 8 ჯგუფი 5 ქვეყნიდან.









