საერთაშორისო
ალიევის ქალიშვილებმა ნაძარცვი ფულით დუბაიში მდიდრული სასტუმრო იყიდეს

აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერმა სულეიმან სულეიმანლიმ გააკრიტიკა ალიევების ოჯახი და დაადანაშაულა ისინი საკუთარი ხალხის თანხების გაფლანგვაში.
https://infoteka24.ru/2023/02/26/102068/ კერძოდ, ის წერს, რომ დოკუმენტირებულია, რომ დუბაიში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სასტუმრო Sofitel-ის კომპლექსი ალიევებმა ხალხისგან მოპარული ფულით იყიდეს.
ეს სასტუმრო ეკუთვნის Sahra FZCO-ს, რომლის მფლობელიცაა პრეზიდენტის ქალიშვილი. სასტუმრო მენეჯმენტმა კომპანიამ Mirk Group-მა ააშენა.
„მათ მილიარდების ინვესტიცია ჩადეს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხისგან მოპარული ფულით. მოქალაქეებს ჩამოაჭრეს ბავშვებზე დახმარება, რომელსაც შემდეგ თავიანთთვის ხარჯავენ“, – წერს ოპოზიციონერი ტვიტერზე.







