პოლიტიკა

ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 28 797 განაცხადი

ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის რაოდენობა და 28 797 მიაღწია. https://www.aliq.ge/28-hazar-797-hayc-yem-i-ev-shengenyan-gotu-andam-erkrnerum-apastanelu-hamar/? ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველო შედის იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს ევროკავშირიდან. 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით უფრო მეტმა ადამიანმა მიმართა, ვიდრე ომის შედეგად განადგურებული უკრაინიდან (28 318 განაცხადი).

ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით.

• 2016 წელი: 8 775,

• 2017 წელი: 12 060,

• 2018 წელი: 20 950,

• 2019 წელი: 22 765,

• 2020 წელი: 8 905,

• 2021 წელი: 14 970,

• 2022 წელი: 28 797.

ნახეთ მეტი
Back to top button