ეკონომიკა

2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა სომხეთში გახსნეს 7000-ზე მეტი სამეურნეო სუბიექტი

2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში გახსნეს 7328 სამეურნეო სუბიექტი, მათ შორის 2345 საწარმო. ამის შესახებ 13 მარტს ეროვნულ ასამბლეაში, პარლამენტის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე  „2022 წლის სამთავრობო პროგრამის (2021-2026) განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის“ წარდგენისას, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა. https://news.am/arm/news/749482.html? მათგან დაახლოებით 5 ათასი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქმედებდა როგორც ინდმეწარმე.

„მათი უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებით არის დაკავებული. ეს არის დაახლოებით 3900 ადამიანი. ასევე IT დაკავშირებულ სფეროებში. ეს არის კიდევ 339 ადამიანი“, – განაცხადა ქერობიანმა.

კიდევ 679 ადამიანი მუშაობს ვაჭრობის სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button