პოლიტიკა

აზერბაიჯანს სიტუაცია ახალ ესკალაციამდე მიჰყავს –  ფაშინიანი

აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების მე-100 დღე აღნიშნა მთიანი ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მე-13 შეწყვეტით. ამის შესახებ, როგორც “Armenpress” იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მორიგი სხდომაზე განაცხადა.

„ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის ლიდერის გამოსვლა მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად გაწმენდილ სოფელ თალიშში, რომელსაც სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა აგრესიულს.  

სოფელ თალიშში მომხდარი აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა.  44-დღიანი ომის შედეგად დაცარიელებულ  სოფელში აზერბაიჯანი სომხების საკუთრებაში არსებულ სახლებს ანგრევს და მათ ადგილას აზერბაიჯანელებისთვის განკუთვნილ სახლებს აშენებს. ის, რაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობდი, უკვე რეალობად იქცა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიის ან „ინტეგრაციის“ მოდელს აჩვენებს სომხების საკუთრებაში არსებული სახლების დანგრევით, აზერბაიჯანელებისთვის სახლების აშენებით, სომხური წარწერების წაშლით. უძველესი სომხური ძეგლების დანგრევითა და წაშლით საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევს.  

„ეს ქმედებები უკანონოა და აშკარად ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-7 პუნქტს, სადაც, შეგახსენებთ, ნათქვამია: „იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მიმდებარე რეგიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს ნიშნავს, რომ 18 მარტი სომეხი მოსახლეობის თალიშში დაბრუნებით უნდა ყოფილიყო აღსანიშნავი და არა მათი სახლების დანგრევის ვანდალური აქტით“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ამ ქმედებებს მოჰყვა მთიანი ყარაბაღიდან და მეზობელი რეგიონებიდან ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეების განცხადება, რომლებიც მოითხოვენ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნების ლიდერებისგან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა უზრუნველყოს უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ ისტორიულ მიწებსა და ყოფილ დასახლებებში, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციაში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ადამიანისა და ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.

„როგორც აღნიშნული განცხადების ერთ-ერთმა ადრესატმა, მინდა ნათლად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღნიშნულ მოთხოვნა სამართლიანად მიმაჩნია და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა, რათა დაიცვას ავტორის და ბენეფიციარების უფლებები“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button