მთავარიპოლიტიკა

ნატოს ყოფილი გენერალური  მდივანი აფრთხილებს   აზერბაიჯანის მიერ არცახში ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ

აშკარად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებას ახდენს და მეზობელ სომხეთს კვლავ სამხედრო აგრესიით ემუქრება.  როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ასეთი მოსაზრება გამოთქვა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც “პროექტ სინდიკატის” ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე და რეგიონში მოვლენების განვითარებაზე.  

„რადგან რუსეთს არ შეუძლია ან არ სურს დახმარება, ევროკავშირმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა აიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. მთელი ჩვენი ყურადღება სამართლიანად არის მიმართული რუსეთის ომზე უკრაინაში. მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ უგულებელვყოთ კიდევ ერთი კრიზისი, რომელიც მწიფდება ევროპის ზღურბლზე“, – თქვა რასმუსენმა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა კვლავ იზრდება, რაც ზრდის ახალი ომის ალბათობას.

„გასულ კვირას მოვინახულე ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას სომხეთთან და გარე სამყაროსთან. დეკემბრიდან,  ეკოლოგიური პროტესტის საბაბით, აზერბაიჯანელებმა დერეფანი გადაკეტეს. ეს პროცესი ბაქოს რეჟიმის ღია მხარდაჭერით მიმდინარეობს. Amnesty International აფრთხილებს, რომ იმის გამო, რომ მომიტინგეები ბლოკავენ ყველა სამოქალაქო და კომერციულ სატრანსპორტო გზას მთიან ყარაბაღში, დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური სომეხი მოკლებულია ძირითად საქონელს და მომსახურებას, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს და სამედიცინო დახმარებას“, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა შეახსენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით, რომლითაც დასრულდა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი, აზერბაიჯანმა აიღო ვალდებულება უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება საავტომობილო გზით.

„გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ 22 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას დერეფნის ბლოკადის მოსახსნელად. მაგრამ ერთი თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა. უმოქმედოდ არიან  დერეფნის გასწვრივ განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალებიც, რომლებიც მარშრუტს უნდა იცავდნენ.

თუ ევროპა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ მოახდენს ზეწოლას აზერბაიჯანზე, არ აიძულებს  ბლოკადის მოხსნას, არსებული ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდოს“, – ხაზგასმით აღნიშნა რასმუსენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button